LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღებინება, ცხელება, დიარეა ზაფხულში – ეკა უბერი პირველი დახმარების შესახებ

860
ekauberizafxulisinfeqciebi

რა დახმარება გავუწიოთ ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებს ნაწლავური ინფექციების დროს – ამ თემაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა უბერმა ,,რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა.

ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახი სათანადოდ იყოს მომზადებული საზღვაო სეზონისთვის. მით უმეტეს, COVID19-თან მიმართებაში გაორმაგებული ყურადღება გვმართებს. ნაწლავური ინფექციები ეგრეთ წოდებულ სეზონურ დაავადებად მოიაზრება, რადგან ისინი აქტიურდება გარემოს მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში. უხშირეს მიზეზს ვირუსები წარმოადგენს, თუმცა, შეიძლება იყოს ბაქტერია. ასევე სარისკოა რძის ნაწარმის, კრემიანი ნამცხვრის და სხვა სახის საკვების მიღება, როცა დარღვეულია შენახვის პირობები.

საზღვაო კურორტზე ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებთან ერთად წასვლა მშობლებისთვის საკმაოდ რთულია. ამ დროს ძალიან  ძნელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. მშობლისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება ნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიზეზი, ჭუჭყიანი ხელი თუ რაიმე სხვა, რადგან კლინიკური გამოვლინება, გამომწვები მიზეზის მიუხედავად, მსგავსია. ესა არის გულისრევა, ღებინება, ცხელება, დიარეა, სითხის შემცველი ნაწლავთა მოქმედება, 3-ჯერ ან მეტად. ამ სიტუაციაში ჩვენ ექიმები მშობლებს ვურჩევთ, ექიმთან მისვლამდე, პირველივე საათებში დახმარება გაუწიონ ბავშვებს. ამიტომაც, პირველ რიგში საოჯახო აფთიაქში უნდა იყოს რეგიდრატაციული ხსნარი, რადგან პირველი საშიშროება გაუწყლოვნებაა. კითხვაზე ითვლება თუ არა ყველა სითხე სითხედ, გიპასუხებთ, რომ კი, მაგრამ თუ საქმე ეხება ტკბილ, დაშაქრულ სითხეებს, მათი მიღების შემდეგ წყურვილის გრძნობა კიდევ უფრო იმატებს. აქვე დავძენ, რომ გაზიანი სასმელები ადრეულ ასაკში არასასურველია. გავაგრძელებ და გეტყვით, რომ საოჯახო აფთიაქში უნდა იყოს პრობიოტიკებიც, ესა არის მეგობარი ბაქტერიები, რომლებიც ორგანიზმს საკვების მონელებაში ეხმარება. მათი გამოყენება მკვეთრად ამოკლებს დაავადების მიმდინარეობას ანუ გაუწყლოვანების რისკები საკმაოდ მცირდება. ვირუსულია თუ ბაქტერიული ეს კლინიკური გამოვლიენებები, ამას უკვე ექიმი დაადგენს.

mazda magti 5g