კანადელი პოპ-ვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერის დიდ სცენაზე, დიდ დაბრუნებას არტისტის იმიჯის შეცვლა მოჰყვა. არტისტმა ულვაში გაიზარდა, რასაც საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგიერთის აზრით, ჯასტინს აღნიშნული იმიჯი უხდება, თუმცა, უმრავლესობა მის ულვაშს მაინც აკრიტიკებს.
როგორც ჩანს, მომღერლისთვის ფანების აზრი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ჯასტინმა „ისნტაგრამზე“ უამრავი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ულვაშის გაპარსვის მომენტია ასახული.
„ბიბერის ბავშვური სახე დაბრუნდა, თუმცა დროებით“, – წერს ვარსკვლავი.