LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუმათში რკინის ჯებირი აიღეს, პოლიცია რჩება

75
BeFunky-collage (4)

სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა.

პირობების ერთი ნაწილი სრულდება… ამდენი პოლიციელი, რეპრესიული გარემო აღარ უნდა დარჩეს ხეობაში: ვარლამ გოლეთიანი

„საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდება და დარწმუნებული ვარ, მეორე მხარე, რომელმაც ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხეობაში შესვლისას ის დაიცავს კანონს, ის არ შეზღუდავს ჩვენი თანამოქალაქეების გადაადგილების უფლებას, არ იქნება ხელყოფილი კერძო საკუთრება და არ იქნება შეზღუდული და გაადაკეთილი გზები“. – განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მედიასთან საუბარში.

მისი სიტყვებით, გუმათში არ დარჩება სამართალდამცველების არაპროპორციული ძალა, თუმცა პოლიცია ხეობას არ დატოვებს.

„დავაკვირებით მოვლენებს და იმდენი იქნება სამართალდამცავი ხეობაში რამდენიც სიტუაციიდან გამომდინარე იქნება საჭირო“,- ამბობს ზვიად შალამბერიძე.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ.

რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g