საფრანგეთის, პორტუგალიის და ინგლისის ნაკრებებმა ოფიციალურად წარადგინეს ევრო-2016-ის სათამაშო ფორმა.
Nike-მა და საფრანგეთის ნაკრებმა ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყვეს. ახალ ფორმაში გამოწყობილი ფრანგების ნახვა თვის ბოლოს იქნება შესაძლებელი. 25 მარტს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ჰოლანდიას ესტუმრებიან, ხოლო 29 მარტს პარიზს რუსეთი ეწვევა.
ასევე ოფიციალურად აჩვენეს პორტუგალიის, პოლონეთის და ინგლისის ნაკრების ფორმა, თუმცა ამ უკანასკნელთა სათამაშო კომლექტები ქსელში გასულ კვირას ”გაეპარათ”.