LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ დოჩანაშვილი: „უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!“

guram-dochanashvili

ქეთევან სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს ამბავს, რომელიც გურანდა გაბუნიას დაკრძალვაზე მისულს გადახდა, ცნობილ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ერთად.

გთავაზობთ ქეთევან სადღობელაშვილის სტატუსს:

„დღეს დაკრძალვაზე შემხვდა გურამ დოჩანაშვილი. ის იყო, საუბარი წამოვიწყეთ, რო ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა, თეთრი ცელოფნის პარკით ხელში.

რა ხდებააა??? – შეშფოთებით გვეკითხება.

რა უნდა ხდებოდეს – კითხვას ვუბრუნებ.

რატომაა ამდენი ხალხიი??

დაკრძალვაა – ვპასუხობ.

ვისი დაკრძალვაა – უფრო შეშფოთებით მეკითხება. დოჩანა გაკვირვებული უყურებს გოგოს. მე ვიბნევი. რო ვუთხრა, მაინც არ იცნობს, მაგრამ ისე დაჟინებით მაცქერდება, რო ახვლედიანების ოჯახიდანაა-მეთქი, ვბორჯღიალობ.

დოჩანა ცდილობს, მომეხმაროს და გოგოს ეკითხება:

უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!

მთელი დღეა, სულელივით ვიცინი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g