LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ დონაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განცხადებას ავრცელებს

79b051d8134f4c49a37a4cc6db90ac55

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში იმყოფება, განცხადებას ავრცელებს და მის მიმართ გამოტანილ განაჩენს აფასებს. დონაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს.

“2018 წლის 18 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე – დავით მგელიაშვილმა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა. მგელიაშვილმა, პირადი ინტერესები კანონზე მაღლა დააყენა და ყოველგვარი მტკიცებულებების შეფასების გარეშე, პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. ამით კი, მისი, როგორც მოსამართლის, უვადოდ გამწესების გარანტია მიიღო.

ე.წ. კრიმინალმა ზაზა ბაქრაძემ კი, პროკურატურასთან წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გარიგების თანახმად, ცრუ ჩვენების საფუძველზე, თავისუფლება მოიპოვა და სრულიად უდანაშაულო ადამიანები – ჟურნალისტი და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია”, – აცხადებს გურამ დონაძე.

განცხადება მსჯავრდებულმა ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით;

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა;

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g