LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ კაშია ხელოვნურ მოედნებზე თამაშის წინააღმდეგ გამოვიდა

88

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გურამ კაშია ჰოლანდიურ მანიფესტს შეუერთდა და მხარი დაუჭირა ხელოვნურ საფარზე თამაშის საწინააღმდეგო მოსაზრებას.

12 ჰოლანდიური კლუბის კაპიტნები ხელოვნურ გაზონზე თამაშის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

კლუბების უმრავლესობის ფეხბურთელებმა და ხელმძღვანელებმა შეთავაზეს ხელოვნურსაფარიან მოედნებზე თამაში აკრძალონ.

მანიფესტს 12 კლუბის კაპიტანმა მოაწერა ხელი: დირკ კიუტი (ფეიენოორდი), დევი კლასენი (აიაქსი), ლუკ დე იონგი (პსვ), სტეინ სხარსი (ჰერენვენი), რონ ვლარი (ალკმარი), ვილემ იანსენი (უტრეხტი), სანდერ დეიტსი (იგლსი), სერხიო პადტი (გრონინგენი), გრეგორ ბრეინბურგი (ნეკ), გურამ კაშია (ვიტესი), იორდენს პეტერსი (ვილემი), შტეფან ტესკერი (ტვენტე).

„ჰერაკლესის“, „ზვოლეს“, „ექსელსიორის“, „დენ ჰააგის“, „როდას“ და „სპარტას“ კაპიტნებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს. ამაში გასაკვირი არაფერია, ეს ექვსი კლუბი ხომ ხელოვნურსაფარიან მოედნებზე თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g