საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არნემის ვიტესის კაპიტანი, გურამ კაშია, მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა.
ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურის მატჩი გუშინ, 15 ოქტომბერს, გაიმართა. მასში “ჰერაკლესმა” არნემის “ვიტესს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.