LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „ლგბტ – გაუკუღმართებულ ცხოვრებას ეთნოსი არ გააჩნია – ის ებრძვის ქართულსაც, რუსულსაც, ამერიკულსაც, მსოფლიო კაცობრიობას“

134
გურამ მაჭარაშვილი

„თითქოს ეს კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ დავაინიციირებთ, შეიძლება იყოს რუსული და ა.შ., ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ლგბტ – გაუკუღმართებულ ცხოვრებას ეთნოსი არ გააჩნია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ გაერო-ს განვითარების ფონდმა დაადასტურა და სხვა ნებისმიერი დონორი ადასტურებს „თბილისი პრაიდის“, ანუ ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებას, უკვე ნიშნავს, რომ ეს ხალხი საქართველოს იდენტობის წინააღმდეგ აშკარა შეტევაზე გადავიდა.

მაჭარაშვილი: „პედოფილია დანაშაულია, დასჯადია და მეტი რა გავაკეთოთ? ვინმე პროპაგანდას ეწევა? ლგბტ პროპაგანდა კი, აკრძალული არ არის და ამას ახლა ავკრძალავთ“

„რაც შეეხება შეფუთვას, თითქოს ეს კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ დავაინიციირებთ, შეიძლება იყოს რუსული და ა.შ., ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ლგბტ – გაუკუღმართებულ ცხოვრებას ეთნოსი არ გააჩნია.

ის ებრძვის ქართულსაც, რუსულსაც, ამერიკულსაც, მსოფლიო კაცობრიობას ებრძვის. ლგბტ გაუკუღმართებული ცხოვრების წესი ყველას ებრძვის.

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ბოლომდე მივიყვანთ“ – მამუკა მდინარაძე

ტყუილად ნუ შეეცდებიან, რომ რუსული დაარქვან, ან ნებისმიერი სხვა წარმოშობა, რადგან ეთნოსი ასეთ გაუკუღმართებულ ცხოვრებას არ გააჩნია“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქრონიკის“ ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი, რომელზეც განიხილეს, როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივა, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.

„სისულელე, ყურით მოთრეული თემა – წამოვიდეს „ოცნება“, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება“ – ელისაშვილი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g