LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სისულელე, ყურით მოთრეული თემა – წამოვიდეს „ოცნება“, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება“ – ელისაშვილი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე

132
ალეკო ელისაშვილი

„არანაირ განხილვაში არ ჩავერთვებით, რადგან ეს არის სისულელე, ყურით მოთრეული თემა წინასაარჩევნოდ“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ მისი პარტია ამ პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში რეალურად სხვა პრობლემები არსებობს.

„ფსევდოლიბერალები ყოველწლიურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ე.წ. „პრაიდი“ – ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი“ – მდინარაძე ახალი კანონპროექტის შინაარს განმარტავს

„არანაირ განხილვაში არ ჩავერთვებით, რადგან ეს არის სისულელე, ყურით მოთრეული თემა წინასაარჩევნოდ, ქალაქში რომ გახვალ, ვითომ რაღაც უბედურება ხდება. „ქართული ოცნება“ რეალობას და ხალხს რომ მოწყდა, იმიტომაა, რომ ასეთ სისულელეებს აკეთებს.

წამოვიდეს, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება, რეალურად რა უჭირს ხალხს და ამ რაღაც ყურით მოთრეულ, არარსებულ თემებზე ლაპარაკს არ დაიწყებს. მოიფიქრეს? უნდათ? – კი ბატონო, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„მთავარ გამზირზე აღლუმების ჩატარება მოინდომეს – ბავშვის ფსიქოლოგიაშიც კი შევიდნენ – თურმე, დედიკოსა და მამიკოს ნაცვლად, მამიკო და მამიკოც ნორმალური

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნების“ გადაწყვეტილებით, მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები