LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გურამიშვილის მარანს” ღია ტერასა შეემატა

1387

”გურამიშვილის მარანს” ღია ტერასა შეემატა, რომელიც საკუთარ ვიზიტორებს რამდენიმე სახეობის სამზარეულოს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” მარნიდან აცნობეს, ტერასაზე მისული  სტუმარი შეძლებს დააგემოვნოს როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები, მათ შორის კერძები იტალიური და ფრანგული სამზარეულოდან.

”ზაფხულის სეზონზე დასვენებისა და განტვირთვისთვის ჩვენი ტერასა მართლაც რომ იდიალური  ადგილია. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ, გავააქტიუროთ ჩვენი ბაღიც, სადაც ამ ეტაპზე მისი კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადეს ”გურამიშვილის მარანში”. gurami -marani

მათივე ინფორმაციით, მარანი მოლაპარაკებებს ტურისტულ კომპანიებთან  აწარმოებს  და ტურისტულ ჯგუფებს სტუმრად  აგვისტოს თვეში ელის.

ცნობისთვის, ”გურამიშვილის მარანი” სოფელ საგურამოში   2015 წლის 8 ნოემბერს გაიხსნა, ხოლო 2016 წლის  15 აპრილიდან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას შეუდგა. სტუმრებს აქ ხვდებათ თავად თადეოზ გურამიშვილის მიერ ჩაყრილი ქვევრები, რომელთა რესტავრირება „კახური ტრადიციული მეღვინოების“ მიერ განხორციელდა. გარდა ამისა, სტუმარს საშუალება ეძლევა დაათვალიეროს ისტორიული ძეგლი „გურამიშვილის მარანი“,  დააჭაშნიკოს 4 სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო, ნახოს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის დამამუშავებელი საცავი, ასევე გაიაროს მასტერ-კლასები (ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელის ამოვლება, პურის ცხობა, ჭაჭის გამოხდა, მწვადის შეწვა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g