თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მაღაზია “სუფთა სახლში” ამწე შევარდა. როგორც ფორტუნას შსს-ში უთხრეს, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ხოლო ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინას.
მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ტროტუარზე იმყოფებოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.