თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ორი ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მათ ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.
შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.