მსახიობ გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პანაშვიდი დღეს და ხვალ, მსახიობის საცხოვრებელ სახლში (აღმაშენებლის გამზირი 86/90) გაიმართება. 7 თებერვალს კი, მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 11:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება.
გურანდა გაბუნიას 7 თებერვალს, 14 საათზე, თეატრიდან გამოასვენებენ, შემდეგ კი, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.