LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში დააკავეს პირი, რომელიც შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და პოლიცია 2002 წლიდან ეძებდა

398
329820718_516049647324719_1184787454716841172_n

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაკავებული შეცვლილი გვარით ცხოვრობდა:

„დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ბ. დ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. 2008 წელის წყალტუბოს სასამართლომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანა.

იგი მსჯავრდადებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g