LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ეროვნული პარკი იქმნება

179
გურია

ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კვლევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გურიის ეროვნული პარკის საბოლოო საზღვრები მოინიშნა.

ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლების მიერ საჯარო განხილვის ფორმატში მოსახლეობას წარედგინა. გურიაში დაცული ტერიტორიის შექმნის ინიციატივა მხარის ადმინისტრაციასა და ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს ეკუთვნით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან კვლევები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) თბილისის ოფისის მიერ, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა –  შეფასდა გურიის უნიკალური ბუნებრივი რესურსები, ეკოსისტემები, ტურიზმის განვითარების პოტენციალი.

გურიაში ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს უნიკალური ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების დაცვას, რეგიონის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის და რეგიონის მდგრად განვითარებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g