LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურიაზე როცა ვლაპარაკობ, საკუთარ თავზე ვყვები – შესაბამისად ყოველგვარი სამძიმარი ხელოვნურად მეჩვენება” – რას წერს გიორგი კეკელიძე

366
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე გურიაში, სტიქიის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„გურია ჩემთვის ის ადგილია, სადაც საკუთარი თავს შევხვდი პირველად – პირველ ტკივილს და სიხარულს ჩამოვართვი ხელი, პირველ სიყვარულს და სიძულვილს. გურიაზე როცა ვლაპარაკობ, საკუთარ თავზე ვყვები – შესაბამისად ყოველგვარი სამძიმარი ხელოვნურად მეჩვენება და არაკმარად.

ამიტომაც ვწერ ასე გვიან და არამხოლოდ ამიტომ – თუ რამის ან ვინმეს ზიდვა არ შეუძლია სიტყვას, საკუთარი თავის პირველ რიგში.

ასე დაემთხვა, რომ მე და ლევან კოღუაშვილი ჩვენი ფილმისთვის საბოლოო დიალოგებს ვწერდით ამ სტიქიისას და ეს დიალოგები იოლად მკარნახობდა ყველა იმ წუთს და განცდას, რასაც ოთხმოცდაათიანების გურული სევდა და ღიმილი გულისხმობდა.

ჰოდა, მაშინდელი გადარჩენის ძალა, ვფიქრობ, ახლაც შემოგვრჩა და წამოვდგებით.

ჩემი სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახებს და გვერდით დგომის სურვილი და განზრახვა – დაზარალებულებს – რასაც, ცხადია რომ, საჯაროს არასდროს გავხდი”, – წერს გიორგი კეკელიძე.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მესამე ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება – თემურ მღებრიშვილი

განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g