LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიისა და აჭარის რეგიონებში დაბალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელია დაზიანებული

56

გურიისა და აჭარის რეგიონებში, დიდთოვლობის გამო ძირითადად, დაბალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელია დაზიანებული.

როგორც ”ფორტუნას” ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, დიდთოვლობის გამო, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადებს ფეხით უწევთ დაზიანებული უბნების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა.

უწყების ინფორმაციით, უამინდობის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგია მასშტაბურად არ გათიშულა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

შეზღუდვები შეეხება მხოლოდ გურიისა და აჭარის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. აღდგენითი   სამუშაოების დასრულებამდე, კომპანია „ენერგო-პროჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g