LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში 14 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ ბიძას პატიმრობა შეეფარდა 

202
ing (3)

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 14 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ მოზარდის ბიძას პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება  გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, იოსებ აბრამიშვილმა მიიღო.

კახეთში 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა

გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებაში მხილებულ 45 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, რადგან მამაკაცი კომაშია და საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 

ცნობისათვის, საგამოძიებო უწყების ცნობით, 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო: „ჩვენ სამძიმრის სუფრით ვიყავით დაკავებული და ის 14 წლის გოგოს აუპატიურებდა.. მოსაკლავია!“ – არასრულწლოვნის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

პოპულალურები