LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა

837
არასრულწლოვანი - გაუპატიურება

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა.

აღნიშნული ამბის გაგების შემდეგ, შურისძიების მიზნით, გოგონას ბიძამ სავარაუდო დამნაშავე იარაღით დაჭრა. გოგონას ბიძა სამართალდამცველებმა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგო საავადმყოფოში იმყოფება. საგარეჯოს კლინიკაშია დაჭრილი სავარაუდო დამნაშავეც.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე გაუპატიურების მუხლებით დაიწყო.

პოპულარულები