გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცს, 90 წლამდე კაცმა ესროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი მიწის ნაკვეთზე დავას უკავშირდება.
ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, რომ 90 წლამდე კაცი ცხელ კვალზე დააკავეს, გამოძიება კი სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.