გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ჩუმლაყის მიმდებარედ მოხდა. არსებული ცნობითვე, მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.