გურჯაანში 8 წლის გოგონას მიკროავტობუსი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა სკოლაში მიდიოდა.
გავრცელებული ცნობითვე, დაშავებული მშობლებმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ თავად გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.