LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

166
აფეთქება გაზგასამართ სადგურზე

გურჯაანში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მეხანძრე- მაშველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

„ფოტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები