LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში „ღვინის ქალაქის“ პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

117
გურჯაანი

გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსი აშენდება. „ღვინის ქალაქის“ პროექტირებისთვის კონკურსი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

პროექტის მიზანია, ხელს შეუწყოს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

პროექტის მიხედვით, გურჯაანის „ღვინის ქალაქში“ უნდა მოეწყოს საგანმანათლებლო, მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები, საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g