გურჯაანში, ბარჯისხევის მონაკვეთზე ტრაილერი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – ინფორმაციას მედიასაშუალება „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
„ფორტუნა“ მომხდარის შესახებ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
ფოტო სლაიდზე: მთავარი ამბები კახეთიდან
