LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ ადამიანი სცემეთ, ახლა კანონს არღვევთ, თავი მაინც დახარეთ“ – ელენე ხოშტარია პოლიციელებს

102
ელენე პოლიციელებს

„ცოტა დამშვიდდით, ცოტა თავი დახარეთ, ცოტა დასევდიანდით…გუშინ ადამიანი სცემეთ, ახლა კანონს არღვევთ..თავი მაინც დახარეთ“, – ამ სიტყვებით შსს-სთან განლაგებულ პოლიციელებს პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდრმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა.

როგორც აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა თქვეს, „სტიკერების“ დაკვრა სამართალდარღვევაა და ამიტომ მათ სამოქალაქო აქტივისტები გააფრთხილეს, რომ ქალაქის „იერსახის დამახინჯების“ შემთხვევაში დააკავებენ.

შსს-სთან მიმდინარე აქციაზე ნატა ფერაძე დააკავეს

მან ადგილზე სტიკერების გაკვრა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

სწორედ ამის შემდეგ მიმართა ელენე ხოშტარიამ პოლიციელებს და უთხრა, რომ  „მოძალადე ფორმის“ ტარების უნდა რცხვენოდეთ.

„ეს ფორმა რომ გაცვიათ უკვე სირცხვილია“ – ხოშტარიას ამ მიმართვის საპასუხოდ კი სამართალდამცველებმა პოლიტიკოსს უთხრეს, რომ არაფრის რცხვენიათ.

ამ შელაპარაკების შემდეგ ხოშტარიამ კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა და თქვა, რომ პოლიციელების დაკავებით არაფერი დასრულებულა, რადგან თუ ხელისუფლებაზე ზეწოლა არ არის, ხშირად უნახავთ, რომ ამა თუ იმ საქმეზე დაკავებულებს შემდეგ ათავისუფლებენ და ამის მაგალითია ლუკა სირაძის საქმეც.

„დღეს არაფერი დასრულებულა პოლიციელების დაკავებით, პოლიციის დაკავება იყო უბრალოდ გარდაუვალი რეაქცია. გვინახავს, რომ შემდეგ მალე ათავისუფლებენ თუ არ არის ზეწოლა, როგორც გაათავისუფლეს ლუკა სირაძის მკვლელები და არც დაუჭერიათ ბევრი მათგანი. არ ვეგუებით ამას, პოლიციელები რა დღეშიც არიან, გჯერათ, რომ მათ ეს სიამოვნებთ?! მაგრამ მათ ასე უთხრეს, რომ ეს არის პოლიცია საქართველოში და ისინიც ასრულებენ ამ როლს.

მთლიანად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობას ვხედავ, იმაზეც კი არაა ლაპარაკი, რომ შს მინისტრი არ უნდა იყოს თანამდებობაზე ან ის დეპუტატები არ არიან მშობლები? არ იციან რა არის შშმ პირის ცემა, არ აწუხებთ თუ რატომ დუმან? – იმიტომ რომ უფროსი გაუბრაზდება? იმიტომ რომ მათი უფროსი ბიძინაა, სასტიკი ცემა არა უშავს?

დევნილების თემა დასრულდა? ის კაცი რომ გარდაიცვალა და სახლები დღემდე არ აქვთ იმ ადამიანებს, ამას შევეგუოთ და ვთქვათ, რომ ხომ ვიყვირეთ ერთი კვირა? – არა, უნდა გადავიდეთ თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე, ბოლო-ბოლო საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეს რა სისტემაა? დაინგრევა თუ არ მოვეშვებით!“ – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ შსს-სთან, ასევე ქართული ოცნების“ ოფისთან მოქალაქეები შშმ პირზე, პოლიციელების მხრიდან სასტიკ ძალადობას აპროტესტებენ.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის მეტროში სამართალდამცველი შშმ მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრები თვითმხილველმა გადაიღო, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიციელი შშმ პირს.

მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს.

ამავე თემაზე:

„ამბობს, არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამ, მეგობრები გაიქცნენ, მე შემიყვანეს და მცემესო“ – რას ამბობენ ნაცემი შშმ პირის ახლობლები მომხდარზე

მეტროში პოლიციის მიერ ნაცემი არასრულწლოვნის დედა პირველ კომენტარს აკეთებს

“გველაპარაკეთ ჟესტურ ენაზე” – მთავრობის ადმინისტრაციასთან სმენადაქვეითებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

ქადაგიშვილი პოლიციელის ძალადობაზე: ერთეული ფაქტებია ეს, თან არა “ზემოდან” მითითებით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები