როგორც ცნობილია, ემბერ ჰარდის დამ, უიტნიმ ემბერის სასარგებლოდ ჩვენება მისცა, სადაც განაცხადა, რომ ჯონი დეპი გამუდმებით არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
„მახსოვს ის ფეხზე ვერ იდგა, ქანაობდა, წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა და კედლებს ეხეთქებოდა“, – ამბობს უიტნი.
„ის კედლებს ეხეთქებოდა“ – ცოლის დისკენ მიპყრობილი ჯონის დაჟინებული და გამჭოლი მზერა
თუმცა, მას სხვა განცხადება არასდროს გაუკეთებია. ემბერის დამარცხების შემდეგ, უიტნიმ პირველად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია საჯაროდ და დუმილი დაარღვია.
„გუშინ, დღეს, ხვალ, მე მუდამ ვიამაყებ შენით, იმის გამო, რომ შენ არასდროს დანებებულხარ და უამრავი ქალის ხმით საუბრობ. იმ ქალების წარმომადგენელი ხარ, რომლებიც ხმამაღლა ვერ საუბრობენ იმის შესახებ თუ რა ხდება დახურული კარს მიღმა“, – წერს უიტნი „ინსტაგრამზე“


