დეპი-ჰარდის პროცესზე ემბერის და, უიტნი დაკითხეს, რომელმაც, ბუნებრივია, საკუთარი დის სასარგებლოდ მისცა ჩვენება და ყოფილი სიძის ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების შესახებ გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ჯონი გამუდმებით არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
„მახსოვს ის ფეხზე ვერ იდგა, ქანაობდა, წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა და კედლებს ეხეთქებოდა“, – აცხადებს უიტნი.
რაც შეეხება დეპს, ის ცოლის დას დაჟინებული, გამჭოლი მზერით უყურებდა და თვალს შეგნებულად არ წყვეტდა.