სანამ საზოგადოება ჯონი დეპისა და მისი ადვოკატის, კამილა ვასკესის ფლირტს განიხილავს, ამ დროს პროცესზე ერთობ საინტერესო და კვლავინდებურად შოკის მომგვრელი დეტალები ხდება ცნობილი.
საუბარია წყვილის პირად ჩანაწერებზე, რომელიც 2015 წლით თარიღდება. ემბერს თქმით სწორედ მაშინ იძალადა ჯონმა მასზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯონის ადვოკატი ირწმუნება, რომ ჰარდმა ბევრი ნაწერი დაარედაქტირა, ის მაინც ინფორმაციულია და ემბერის ფსიქიკურ პრობლემებსა და მის ძალადობისკენ სწრაფვაზე მიუთითებს.
„ჭეშმარიტი სიყვარული, ეს არ არის მხოლოდ სიგიჟე და ვნება, სიყვარული ბევრ რამეს აერთიანებს. მე შენში ნამდვილ მეგობრობასა და პატივისცემას ვეძებდი, მაგრამ ახლა, ისე როგორც არასდროს, მინდა ნაწილებად დაგგლიჯო, შეგჭამო და გემოთი დავტკბე“- წერს ემბერი ჯონს.
მორიგი ჩანაწერი 2016 წლით თარიღდება:
„ვწუხვარ, რომ ვგიჟდები ხოლმე, ვწუხვარ, რომ ტკივილი მოგაყენე, მაგრამ ისევე როგორც შენ, ტკივილის დროს მეც ვბრაზდები“,- წერს ჰარდი.