დეპი-ჰარდის სკანდალურ სასამართლო პროცესს და მათ შოკის მომგვრელ განცხადებებს რაიმე თუ გადაფარავდა, პრაქტიკულად დაუჯერებელი იყო, თუმცა ეს ასე მოხდა, პროცესი ისევ და ისევ დეპმა გადაფარა, ოღონდ ეს სრულიად სხვა „ქეისია“. ბრძოლის ველი „სასიყვარულო ქიმიის“ ველად იქცა. საუბარია ჯონი დეპისა და მისი ადვოკატის, კამილა ვასკესის აშკარა ფლირტზე. რამდენიმე საათის წინ გავრცელებულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
ახლახან კი გავრცელდა ვიდეო, რომელიც ჯონისა და კამილას ფლირტს ადასტურებს. ისინი გამუდმებით თვალებში უცქერენ ერთმანეთს და შანსს არ უშვებენ ხელიდან, შეეხონ ერთმანეთს.
თუმცა, კრიმინალურ ექსპერტს ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს, ის ადასტურებს დეპი-ვასკესის ფლირტს და თბილ დამოკიდებულებას, თუმცა მისი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლია. მათი აზრით, ჯონი ამას მოსამართლეებზე შთაბეჭდილების მოსახდენად აკეთებს.
„ვასკესის კეკლუცობა და ჯონის თბილი ჟესტები კარგად დადგმული და გათვლილი სპექტაკლია, ამას ისინი მოსამართლეებზე შთაბეჭდილების მოსახდენად აკეთებენ. მათ სურთ, ჯონი ემოციურ, თბილ და მშვიდობიან პიროვნებად წარმოაჩინონ“, – აცხადებს ექსპერტი დეილი მეილისთან საუბრის დროს.
ფოტო: საბედისწერო ქალის „სხეულის ენა“ გაშიფრულია – რას განიცდის ემბერ ჰარდი
ჯონი დეპი „გაფაქტულია“ – ემბერ ჰარდმა სასამართლო პროცესზე სკანდალური ფოტოები გამოაჩინა