LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაუპატიურების შოკის მომგვრელი დეტალები – ემბერ ჰარდმა სასამართლოზე „ბრძოლის ველის“ ფოტოები გამოაჩინა

94814
Untitledui

ემბერ ჰარდმა მორიგ სასამართლო პროცესზე გაუპატიურების შოკის მომგვრელი დეტალები გაიხსენა, რომელიც ქორწინებიდან  სულ რაღაც ორ კვირაში მოხდა. ჰარდმა პროცესზე „ბრძოლის ველის“ ფოტოებიც გამოაჩინა, სადაც კარგად ჩანს, რომ სახლი მართლაც დალეწილია. ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

ჯონი დეპი „გაფაქტულია“ – ემბერ ჰარდმა სასამართლო პროცესზე სკანდალური ფოტოები გამოაჩინა

მაშინ წყვილი ავსტრალიაში იმყოფებოდა, სადაც ჯონს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მორიგ ნაწილში იღებდნენ. ჰარდი ემოციებს ვერ იკავებდა და მოყოლისას ქვითინებდა. მისი განცხადებით, ჯონმა ის ლიქიორის ბოთლით გააუპატიურა. ცნობისთვის, ეს სწორედ ის ეპიზოდია, როდესაც ემბერის მოქნეულმა ბოთლმა ჯონს თითი დაუზიანა.

„მან მე ზურგზე დამაგდო და ყელში მიჭერდა ხელს, ის ის არ იყო, ვერ ვცნობდი მას, ვცდილობდი რამენაირად გამომეფხიზლებინა და ვეუბნებოდი, რომ ეს მე ვიყავი, მაგრამ ის შეპყრობილივით იყო. მან მე ლიქიორის ბოთლით გამაუპატიურა. ბოლოს უკვე არანაირ ტკივილს აღარ ვგრძნობდი, სინათლეს ვუყურებდი ჩუმად, აი მან მე ეს გამიკეთა… სახლი ბრძოლის ველს ჰგავდა, ყველაფერი დალეწილი იყო“, – ჰყვება ჰარდი.

ფოტო: საბედისწერო ქალის „სხეულის ენა“ გაშიფრულია – რას განიცდის ემბერ ჰარდი

ჯონიმ ემბერი პირველად ტატუს გამო სცემა – „ეს არასდროს დამავიწყდება“ – ატირებული ემბერ ჰარდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები