მსახიობ ოთარ ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
მსახიობის მდგომარეობა გართულდა, ის კომატოზურ მდგომარეობაშია და მკურნალობისთვის სოლიდური თანხაა საჭირო.
„გუშინ ღამით ოთოს მდგომარეობა გართულდა, განვითარდა ტვინის შეშუპება, ახლა ის კომატოზურ მდგომარეობაშია. ამის გამო სასწრაფოდ რამდენიმე საათში, ჩამოფრინდება სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ოთოს გადაიყვანს სტამბულში.
მკურნალობისთვის საჭირო ხარჯები:
• 10,500 € – სტამბულიდან ჩამოსული სამედიცინო ჯგუფის მიერ ოთოს გადაფრენა სტამბულში;
• 20,000 $ – კლინიკის მიერ მოთხოვნილი წინასწარი თანხა, რომელიც მოიცავს 1 კვირის განთავსებას ბოქსირებულ რეანიმაციაში;
• დამატებით რეანიმაციაში ყოველი მომდევნო დღის ღირებულება შეადგენს 1,000 $. რეანიმაციული მკურნალობის ხანგრძლივობა ორი თვის, ხარჯი შეადგენს 60,000 $.
• ასევე საჭიროა კვლევები რომლებიც მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა განმეორდეს მდგომარეობის შესაფასებლად.
ორი თვის მკურნალობისთვის ჯამური ხარჯი დაახლოებით შეადგენს 77,000–85,000 $ ანუ 212,000–234,000 ₾.
გადაფრენის თანხა უკვე შეგროვდა, ახლა კი აუცილებელია მოვახდინოთ თანხების მობილიზება შემდგომი მკურნალობისთვის.
თქვენი თანადგომა დღეს ყველაზე ფასეულია. მადლობა გულით ყველას, ვინც მხარში უდგას ოთოს“ – წერს მარიამ საგინაძე.
დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ აღნიშნულ ანგარიშებზე:
საქართველო
#GE13BG0000000862494700
თიბისი
#GE18TB7915445064300021
მიმღები: დედა — ქეთევან კუპრეიშვილი.