LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ, პირველივე პროცედურის შემდეგ გამზომეს და უკვე 1.5 სანტიმეტრი მქონდა მოკლებული“ – რომელ კლინიკას ირჩევს და რას რეკომენდაციებს გვაძლევს თავის მოვლის პროცედურებზე მადონა კოიძე

2231
BeFunky-collage1 (52)

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ მეტად მომხიბვლელი, როგორ შევარჩიოთ სწორად კლინიკა და კვალიფიციური ექიმი, ასევე, თავის მოვლის რა პროცედურებს იტარებს მადონა კოიძე? – ამ თემაზე მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ „პოსტ ალიონში“ ისაუბრა.

როგორც ის განმარტავს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია შევარჩიოთ სწორი კლინიკა და კვალიფიციური ექიმები, რომლებმაც ზუსტად იციან რა პროცედურებია საჭირო სწორად მკურნალობისთვის.

„უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ვერ ვიტან, როდესაც რაღაც წესრიგში არ არის.  ძალიან მნიშვნელოვანია ის მოთხოვნები და მათი სწორად დაცვა რასაც კლინიკაში განხორციელებული პროცედურები მოითხოვს. მე, როგორც მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, დიდ ყურადღებას ვაქცევ სად როგორი მდგომარეობაა, ძალიან ბევრი და მკაცრი მოთხოვნები მაქვს. ზოგადად, ვფიქრობ ამ მხრივ ბევრ კლინიკაში რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.

ბათუმში ვიყავი, თითზე მეჭეჭი გამომივიდა და გადავწყვიტე მომეშორებინა. დავინახე წარწერა ერთ-ერთ კლინიკაზე „ექიმი-კოსმეტოლოგი“, სწორედ ამან მიიქცია ჩემი ყურადღება.

იმდენად მომეწონა ეს კლინიკა, გადავწყვიტე სხვა პროცედურები ჩამეტარებინა. ზოგადად, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და როდესაც ბათუმის კლინიკაში მითხრეს, რომ კონკრეტულ პროცედურას განმეორებითი ვიზიტი სჭირდებოდა, გავიფიქრე, რომ ვერ მოვახერხებდი, იმიტომ რომ 5 დღეში უკვე თბილისში უნდა ვყოფილიყავი. როგორც აღმოჩნდა კლინიკა „ლაზერმედი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია წარმოდგენილი და მინდა აღვნიშნო, ყველა კლინიკაში თანაბრად მაღალი ხარისხის მომსახურება და კვალიფიციური ექიმები არიან. ასე რომ ეს პრობლემაც მოიხსნა და შემდეგ პროცედურები უკვე თბილისში გავაგრძელე.

იმდენად ლამაზად, ესთეტიკურად და კომფორტულად არის კლინიკაში ყველაფერი მოწყობილი, რომ ეს ჩემთვის ძალიან მისაღებია.

წონაში დავიკელი საკმაოდ და დამრჩა ფტოზი და დავიწყე „ლაზერმედში“ ამ პრობლემასთან გამკლავება, მინდა გითხრათ, რომ პირველივე პროცედურის შემდეგ უკვე მაქვს ძალიან კარგი შედეგი.

ვიკეთებ „ულ თერაპიას“, რომელიც ქირურგიული ოპერაციის ალტერნატიული მეთოდია. სანამ ამ პროცედურას დავიწყებდი მოვიპოვე ინფორმაცია, მხოლოდ სამზარეულოში კი არ ვარ ყურადღებით, ვნახე აპარატი, წავიკითხე რასაც მთავაზობდნენ და ამის შემდეგ დავიწყე.

ზოგადად ამ კლინიკაში იცით რა მომწონს? აქ შენს ბუნებრივ სახეს არ კარგავ, ვფიქრობ საკუთარი ინდივიდუალობა არ უნდა დავკარგოთ. მინდა ზოგადად აღვნიშნო, რომ  ყველა პროცედურა ყველასთვის მისაღები და სასურველი არ არის. აქ კი აკეთებენ იმას, რაც გჭირდება. ყველაფერს იმდენად კარგად გიხსნიან, მომხმარებლის უფლებას დიდ პატივს სცემენ და სრულყოფილად გაწვდიან ინფორმაციას პროცედურამდე რას იკეთებ.

შედეგიც საოცარი მაქვს. მაგალითისთვის, გუშინ გავიკეთე გასახდომი პროცედურა, შედეგი ? გამზომეს და უკვე 1.5 სანტიმეტრი მქონდა მოკლებული“ , – ამბობს მადონა კოიძე.

ცნობისთვის, ესთეტიკისა და დერმატო–კოსმეტოლოგიის კლინიკა „ლაზერმედი“ მუდმივად უწყობს ფეხს სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს და სწორედ ამიტომ, ქართულ ბაზარზე 15 წელია მყარად პოზიციონირებს 6 კლინიკით (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი).

აღსანიშნავია, რომ ყოველდღე, რადიო “ფორტუნას” ეთერში კლინიკა „ლაზერმედის“ ხელმძღვანელი, ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე გთავაზობთ საავტორო რუბრიკას „რჩევები მარიამ შავიძისგან“, რომლის მოსმენა ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლიათ.

„რა უნდა გააკეთოთ თუ ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე გსურთ გახადოთ თქვენი სახე თქვენთვის სასურველი“ – რას გვირჩევს ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g