LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგჯერ მართლა ზედმეტი მომდის, ვაღიარებ“ – მადონა კოიძის თქმით, სახლში დაიღალნენ მისი მოწესრიგებულობით

514
ფორტუნა (30)

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე „სხვა რაკურსის“ სტუმარი იყო.

მადონა კოიძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც პირველად გამოჩნდა.

„საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი მადლობას მიხდიდა, მეორე პირიქით ქილიკობდა. დღემდე ასე გრძელდება.

როცა მეკითხებიან, როგორ ახერხებ რომ ასეთი შეუპოვარი და შემტევი იყოო, ჩემი პასუხია, იმ ადამიანებისგან მომაქვს ენერგია, ვინც მადლობას მიხდის.

საზოგადოების აზრი ჩემზე მარტო კი არ მოქმედებს, ფაქტობრივად მმართავს“. – ამბობს მადონა კოიძე.

მისი თქმით, სახლში დაიღალნენ მისი მოწესრიგებულობით.

„ჩემ ქმარს ხშირად უთქვამს, დავიღალე გამორთე მტვერსასრუტიო. ჩემი შვილებიც შეწუხებულები არიან. სულ ვამბობ, ის ფერი ამასთან რატომ დევს და ა.შ. ჩემი შვილი მეუბნება, დავიღალეთ, მოგვეცი არსებობის შესაძლებლობაო. ზოგჯერ მართლა ზედმეტი მომდის, ვაღიარებ“, – ამბობს მადონა კოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები