გუშინ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გამართულ კონტრაქციაზე საპატრულო პოლიციამ 19 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.
შსს-ში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაკავებულები ჯერ-ჯერობით პატიმრობაში რჩებიან.