LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გუშინდელმა დღემ კადაფის ბოლო გამოსვლები გამახსენა.. ჩემო ბიძინა, მსოფლიოსთან ომში ჯერ არავის გაუმარჯვია” – სააკაშვილი ივანიშვილს

184
მამუკა მდინარაძე

“გუშინდელმა დღემ კადაფის ბოლო გამოსვლები გამახსენა. მმართველობის მიწურულს ისიც გაიძახოდა, რომ მთელი მსოფლიო მას ეომებოდა, მაგრამ გამარჯვებას აპირებდა”,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

სააკაშვილი ფეისბუქ პოსტში ივანიშვილს მიმართავს:

“ჰოდა, ჩემო ბიძინა, მსოფლიოსთან ომში ჯერ არავის გაუმარჯვია და მაგ საქმეს მარტო პუტინი არ შველის.

მითუმეტეს, რომ მსოფლიოს თან ერთვის ქართველი ხალხის აქტიური წინააღმდეგობაც.

შენთვის გასაგებ ენაზე გეტყვი:

“Пора собирать манатки”,

განსაკუთრებით გუშინდელის შემდეგ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ივანიშვილი: გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები