LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით: „მედცენტრის“ დირექტორი ნანგრევებიდან ამოყვანილ კაცზე

55
მედცენტრი

ჰოსპიტალ „მედცენტრის“ დირექტორის დეა ქაჯაიას განცხადებით, ბათუმში უბედური შემთხვევის დროს ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა.

მისივე განმარტებით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს – კაცი ცოცხალია

„პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური. გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, კონტაქტურია, ასრულებს დავალებებს.

პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციაში, რადგან ის დარღვევები რაც ჰქონდა შემოსვლისას, კორეგირებული ჯერჯერობით არ არის.

პაციენტს სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა და ყველა საათში ხდება სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი. ველოდებით მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, თუმცა სტაბილური“ – განაცხადა დეა ქაჯაიამ, „მედცენტრის“ დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები