LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაქვს მოლაპარაკება, რომ გვქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ლონდონსა და თბილისს შორის – მარიამ ქვრივიშვილი

43
ქვრივიშვილი

ლონდონიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია easyjet-თან შეხვედრისას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარესების აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების ნაკადების კიდევ უფრო მატებას.

“გამოფენის ფარგლებში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, თუმცა გამოვყოფდი „easyjet“-ს, რომელთანაც გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება, რომ გვქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ლონდონსა და თბილისს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია ბრიტანეთი და პირდაპირი რეისების არსებობა განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველო ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

გამოფენის მონაწილეებს საშუალება აქვთ B2B შეხვედრების ფორმატში ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნონ ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, დიდ ბრიტანეთში ლონდონის პრესტიჟული საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს გამოფენაში მონაწილე ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების, საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.

ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და წელს ის 43-დ გაიმართა.
ქართულმა მხარემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, სამოგზაურო პლატფორმებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, პროდუქტები, ავიარეისების შესახებ ინფორმაცია და ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს. შეხვედრებს საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

WTM London-ს 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 5000-მდე კომპანიაა წარდგენილი. მას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი ტურიზმის მინისტრი და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას 3 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g