საქართველოში მძიმე ეპიდვითარების ფონეზე, ექიმები მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ.
ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა უმრავლესობას “დელტა” შტამი აღენიშნება, რის ფონზეც, მისივე თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ არსებული რეგულაციები მკაცრად დაიცვას.
ჩვენ გვაქვს უნივერსალური უსაფრთხოების წესები, რომელიც კოვიდის ყველა შტამზე, აქამდე არსებულზეც და მომავალშიც არსებულზე კარგად მუშაობს,” – აცხადებს ჩოკოშვილი