ქართულ ტელესივრცეში რეიტინგების ომი გრძელდება. ცოტა ხნის წინ, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, კურიერს თბილისში 1%-იანი რეიტინგი აქვს.
“ესე იგი, ჩემი გასამართლება იმაზე გადაწყვიტეს, 35 მილიონი რატომ ქონდა შემოსავალი ამა და ამ წელს რ2ს და 43 რატომ არაო (ჯერ ერთი ვინ გეკითხებათ, მეორეც, მთლად 44 ქონდა, მარა შევეშვათ).
და 9 საათიან კურიერს რომ თბილისში 1% აქვს რეიტინგი და საშუალოდ მოამბესთან 1%ს აგებს (3% მოამბე 2% კურიერი, ორივე 9ზე) მაგაზე რამდენჯერ უნდა დახვრიტოთ პატასალია და ზედ ნინო შუბლაძე? ?
ps არა და, რამდენი დავცინეთ თავის დროზე მოამბე რომ კურიერს დაასვეს 9ზე. თურმე მაგათ ცოდნიათ ყველაზე ადრე სტრასბურგის გადაწყვეტილება”- წერს ნიკა გვარამია
ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვება „იმედისას“ მცირედით ჩამორჩება