ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალების ორი მატჩი გაიმართა, რომელშიც სამი ინგლისური გუნდი მონაწილეობდა.
მეტ ინტერესს ლონდონური შეხვედრა იწვევდა, სადაც „ტოტენჰემმა“ ახალ არაჩვეულებრივ სტადიონზე „სიტის“ უმასპინძლა და მეორე ტაიმში სონის მიერ გატანილი გოლით 1:0 მოუგო.
„ტოტენჰემი” და „მანჩესტერ სიტი” 157-ედ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ პირველად ევროტურნირებზე.
უგო ლორისს წელს, სამიდან სამი პენალტი აქვს მოგერიებული. ორ თვეში მან ობამეიანგის, ვარდის და ახლა აგუეროს პენალტები მოიგერია.
უგო ლორისი პირველი მეკარეა, ვინც სერხიო აგუეროს პენალტი აუღო, არგენტინელის ევროპაში გადმოსვლის შემდეგ (2006).
აგუერომ მეოთხედ ვერ გამოიყენა პენალტი ჩემპიონთა ლიგაზე. მასზე ხშირად მარტო ანრი აფუჭებდა.
პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მერვე საპლეი-ოფო თამაში წააგო სტუმრად.
გვარდიოლა მხოლოდ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მომდევნო ეტაპზე სტუმრად წაგების შემდეგ. 2011 წელს „ბარსელონამ“ მოუგო „არსენალს“ (1:2 სტუმრად და 3:1 შინ), ხოლო 2015 წელს „ბაიერნმა“ „პორტო“ გააგდო (1:3 სტუმრად და 6:1 შინ).
როგორც ირკვევა, გვარდიოლამ 27 საგარეო მატჩიდან (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი) მხოლოდ 6 მოიგო:
1/8 ფინალი: 4 ფრე, 4 მოგება და 2 წაგება
1/4 ფინალი: 5 ფრე, 3 წაგება და 1 მოგება
1/2 ფინალი: 5 წაგება, 1 ფრე და 1 მოგება
„ტოტენჰემი“ არ უშვებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში. 14 გოლიდან 13 „მამლებმა“ მეორე ტაიმში გაიტანეს.
„ტოტენჰემის“ სტადიონი ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 არენაა ლონდონიდან. ეს რეკორდია ქალაქებს შორის.
მეორე მატჩი „ენფილდზე“ გაიმართა, რომელშიც „ლივერპულმა“ კომფორტული, მაგრამ არა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა – 2:0 კეიტასა და ფირმინიოს გოლებით.
„ლივერპულს” შვიდჯერ უთამაშია „პორტოს” წინააღმდეგ და არც ერთხელ არ წაუგია – +4=3-0.
რობერტო ფირმინიოს ჩემპიონთა ლიგაზე 11 საშინაო მატჩში 12 გოლში მიიღო მონაწილეობა – შვიდი გოლი და ხუთი პასი.
ჩემპიონთა ლიგაზე რობერტო ფირმინიოს 13 გოლი დაუგროვდა – იმდენი, რამდენიც მანესა და სალაჰს აქვთ. დღევანდელ სამეულს მხოლოდ სტივენ ჯერარდი უსწრებს 21 გოლით.
იურგენ კლოპმა სამწვრთნელო კარიერაში მე-400 მოგება მიითვალა.