3 დეკემბერს, Prime Video-ზე ახალი საშობაო ფილმის – Oh. What. Fun. პრემიერა შედგა. კომედიური ჟანრის კინოსურათი, რომელიც შენდლერ ბეიკერის ამავე სახელწოდების 2021 წლის ციფრულ მოკლე მოთხრობას ეფუძნება, ისეთ ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობას აერთიანებს, როგორებიც: მიშელ პფაიფერი, ფელისიტი ჯონსი, ქლოი გრეის მორეტცი, ევა ლონგორია და სხვები არიან.
სიუჟეტის მიხედვით, კლერ კლაუსტერი, რომელსაც პფაიფერი განასახიერებს, ყოველწლიურად საშობაო ჯადოსნურ ზეიმს უწყობს ოჯახს, თუმცა მისი შვილები და შვილიშვილები ვერ აცნობიერებენ რამხელა ძალისხმევას მოითხოვს ეს იქამდე, ვიდრე ის არ დაიკარგება.
ფილმის საპრეზენტაციო ჩვენება ნიუ-იორკში შედგა, სადაც კინოსურათის მთავარ გმირებთან ერთად, გვენ სტეფანიც გამოჩნდა. 56 წლის მომღერალი წითელ ხალიჩაზე, ვერა ვონგის ლუქით წარდგა.

ცნობისთვის, არტისტმა ფილმის მუსიკალურად გაფორმების ნაწილში მიიღო მონაწილეობა და ახალი სადღესასწაულო სიმღერა – Shake the Snow Globe ჩაწერა.