50 წლის მომღერალმა გვენ სტეფანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ არის ის მოდის ეტალონი.
ლოს-ანჯელესში, People’s Choice Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე ვარსკვლავი ვერა ვანგის, 6834 ევროდ შეფასებულ კაბაში გამოწყობილი მოვიდა. კაბის დიზაინი გვიან 90-იანების სტილში იყო გადაწყვეტილი.
სწორედ გვენ სტეფანი გახდა „მოდის ეტალონის“ ტიტულის მფლობელი.
„მე მიყვარს მოდა და დიდი მადლობა მათ, ვინც ეს ყველაფერი ასე დეტალურად შემასწავლა, თავიდან მოდას ვერ ვიტანდი და მიმაჩნდა, რომ ის მხოლოდ მდიდრებისთვის იყო, თუმცა ახლა აქ ვდგავარ და ეს ჯილდო მიჭირავს ხელში“, – თქვა ვარსკვლავმა
ბოლოს კი 3 შვილის დედამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ჯილდოს თავის 11 წლის ვაჟს გადასცემს.
გვენ სტეფანი ღონისძიებაზე ტავის მეგობარ მამაკაცთან, ანთრი მომღერალ ბლეიკ შელტონთან ერთად მოვიდა.