NBC-ის ეთერში The Voice-ის ახალი ეპიზოდის პრემიერა შედგა.
კელი კლარკსონი, ჯონ ლეჯენდი, გვენ სტეფანი და ბლეიკ შელტონი The Voice-ის პირველ ოფიციალურ პოსტერზე (ფოტო)
ინტერნეტში The Voice-ის ახალი ეპიზოდის პირველი ოფიციალური პოსტერი გამოქვეყნდა.
ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ვოკალისტების რეალითი შოუს მე-17 სეზონის ოფიციალურ პოსტერზე, პროექტის ერთ-ერთ მენტორს – გვენ სტეფანის წარმოშობით ქართველი დიზაინერის – დავით კომახიძის, იგივე დევიდ კომას წითელი მინი კაბა აცვია.
View this post on Instagram
#thevoice #gameon @blakeshelton @kellyclarkson @johnlegend ❤✌ gx
A post shared by Gwen Stefani (@gwenstefani) on
View this post on Instagram
@nbcthevoice September 23rd Gx
A post shared by Gwen Stefani (@gwenstefani) on
ლუქი, რომელიც 49 წლის ლამაზმანმა მოირგო, ამ უკანასკნელის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა, რომლის ჩვენება 19 თებერვალს, ლონდონის მოდის კვირეულზე შედგა. კაბის ფასი – 1, 130 გირვანქა სტერლინგია.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა No Doubt-ის ვოკალისტი სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავების მსგავსად, დევიდ კომას ირჩევს.