ინტერნეტში გვენ სტეფანის ახალი სიმღერა „Misery“ გამოჩნდა, რომელიც მისი მესამე სოლო ალბომის „This Is What the Truth Feels Like“ პირველი პრომო-სინგლი გახდა. დისკის რელიზი 18 მარტს არის დანიშნული.
ადრე ალბომის მხარდასაჭერად ორი სინგლი – „Used to Love You“ და „Make Me Like You“ გამოვიდა, რომლებმაც ამერიკულ ჩარტ Billboard Hot 100-ში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა.