გვენს სტეფანის ცხოვრებაში დიდი სიახლეებია, 51 წლის გვენი და 44 წლის ქანთრი მომღერალი, ბლეიკ შელტონი დაინიშნენ. 2021 წელს კი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავენ.
ფოტო: გვენ სტეფანიმ 9 კარატიანი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი გამოაჩინა
ამჯერად ვარსკვლავი სანტა-მონიკას ქუჩებში, ხმისჩამწერი სტუდიისკენ მიმავალი დააფიქსირეს. ის შეუდარებელ ფორმაში იყო. გვენს 2439 დოლარად შეფასებული ქურთუკი ამშვენებდა. მან მწვანე კუბოკრულ ბრიჯებს კლასიკური ფეხსამელი შეუხამა. ავანგარდულ „ლუქს“ მასიური ყელსაბამი ასრულებდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გვენ სტეფანიმ ახალი კომპოზიცია Let Me Reintroduce Myself და ტექსტური კლიპი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ეს არტისტის პირველი სინგლია, რომელიც მუსიკოსმა 2020 წელს გამოუშვა.