მომღერალი ნათია ზარანდია, რომელსაც ერთი წლის წინ, მძიმე დიაგნოზთან ბრძოლის შემდეგ მამა გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
ნათია ზარანდია იმ რთულ პერიოდს იხსენებს, რომელიც მისმა ოჯახმა გაიარა და მოქალაქეებს მიმართავს – გაუფრთხილდნენ საყვარელ ადამიანებს.
„ისევ ყველაფერი გამახსენდა, ის ჯოჯოხეთი, რაც ჩვენმა ოჯახმა გაიარა ერთი წლის წინ. დაუღალავი ბრძოლა ბოლო წუთამდე, თუმცა ამაოდ.. გვენატრები, გვიყვარხარ და ნათელში იყოს ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის სული იმიერში.
და აქვე, კიდევ ერთხელ, გადავუხდი დიდ მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა მაგ ურთულეს პერიოდში. არასოდეს დამავიწყდება ის საოცარი თანადგომა, რომელიც თქვენ გაუწიეთ ჩვენს განსაცდელს. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს და სანამ ცოცხალნი არიან, არ დაიშუროთ მათთვის ყურადღება, სიყვარული და პატივისცემა“, – წერს ნათია ზარანდია სოციალურ ქსელში.
ისევ ყველაფერი გამახსენდა.. ის ჯოჯოხეთი, რაც ჩვენმა ოჯახმა გაიარა ერთი წლის წინ..დაუღალავი ბრძოლა ბოლო წუთამდე.. თუმცა…
Posted by ნათია ზარანდია on ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025