LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უმკლავდება მამის გარდაცვალების სიმძიმეს ნათია ზარანდია: „მე ვიცი, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. მამა პირველი არ არის…“

399
ნათია ზარანდია

მომღერალ ნათია ზარანდიას მამა გარდაეცვალა. მძიმე დიაგნოზის შესახებ მისმა ოჯახმა მოულოდნელად შეიტყო და ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად და მძიმედ განვითარდა.

ნათია ზარანდია ამ თემაზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

მამის გარეშე ცხოვრება ძალიან რთული ყოფილა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფრთები მომაჭრეს. მამა ჩემთვის ძალიან დიდი იმედი იყო. მის გვერდით არაფრის მეშინოდა. ბოლომდე გაცნობიერებული არც მაქვს, რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით მისი დიაგნოზი – ტვინის სიმსივნის ყველაზე აგრესიული ფორმა და რომ ეს დაავადება არ იკურნებოდა, დასასრული ცუდი იქნებოდა, გაგვაფრთხილეს კიდეც, დიდი იმედი ნუღარ გექნებათო, მაინც მოულოდნელი იყო მისი ჩვენგან ასე მალე წასვლა. თუმცა, სულით მებრძოლი ადამიანი ვარ, არ ვეცემი და ვცდილობ, დეპრესიაში არ ჩავვარდე. ძალიან მალე დავუბრუნდი ჩემს საქმეს.

სოციალურ ქსელში გიწერდნენ, კლეოპატრას ჰგავხარ, რამდენჯერაც დაეცი, იმდენჯერ უფრო ძლიერი წამოდექიო. უკვე ახალი სიმღერის პრემიერაც გქონდა.

არ ვიცი, როგორ, მაგრამ ძალები მოვიკრიბე. მე თვითონაც ვამბობდი, თურმე, როგორი ძლიერი ვყოფილვარ-მეთქი. თავს დაცემის უფლებას არ ვაძლევ. მამას ეს არ გაუხარდებოდა.

მე ვიცი, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. მამა პირველი არ არის. დამიგროვდნენ ზეცაში საყვარელი ადამიანები. დავკარგე დეიდაშვილი, ახალგაზრდა, 27 წლის ბიჭი, მას მიჰყვა ჩემი გამზრდელი ბებია, შემდეგ ადამიანი, რომელიც მიყვარდა. ვიცი ეს ტკივილი რას ნიშნავს. ღმერთს სულ იმას ვთხოვდი, საყვარელი ადამიანი აღარ წაერთმია, მაგრამ ასე მოხდა და ვეღარაფერს შევცვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები