LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვესტუმრა ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავის პოვნასა და ნეშტის საქართველოში გადმოსვენებაში“ – ანა ჯაბაურის ემოციური პოსტი

521
ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდია

ანა ჯაბაური მეუღლის, ცოტნე გამსახურდიას მორიგ კადრებს გვიზიარებს. კადრებში ჩანს, რომ ცოტნე გამსახურდიას მოსანახულებლად, მამის, ზვიად გამსახურდიას მეგობარი მივიდა.

ანა ჯაბაურის ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„გვესტუმრა ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავის პოვნასა და ნეშტის საქართველოში გადმოსვენებაში, ცოტნესთან ერთად, რის შესახებაც ცოტნე არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს.
ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, მეგობარი, აჭარის ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი; ადამიანი, რომელმაც ბოლომდე უერთგულა ჯერ ზვიადს და შემდეგ, არც მისი უმამოდ დარჩენილი მოზარდი შვილები დატოვა ზრუნვის გარეშე. ცოტნეს ბიჭის, დანიელის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში ჩარიცხვის უზრუნველყოფაზეც კი მან იზრუნა მოგვიანებით…
ბატონი ბადრი მელაძე ♥️
შეხვედრა ძალიან თბილი და ემოციური იყო. აწი საქართველოში ჩამოსვლას ხშირად შევძლებ და აღარ მოგცილდებიო, ბატონმა ბადრიმ. გახარებულმა ცოტნემ მაგრად მოუჭირა პასუხად ხელი.
როგორი სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს, ერთ რამედ ღირდა ამის ნახვა“, – წერს ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g